Friday, March 28, 2014

ტრენინგის მე–9 დღე

გავიმეორეთ  წინა მასალები, ვისწავლეთ პიკასა ალბომის შექმნა და ბლოგზე ავტვირთეთ, ვისწავლეთ ალბომზე და სურათზე მოქმედებები და  ზომების შეცვლა, გავაკეთეთ ახალი გაჯეტები, როცა ლოგოთი პირდაპირ გვინდა საიტზე გადასვლა.
  გავაკეთეთ პრეზენტაციები ჩვენი პროექტების შესახებ და მივიღეთ სერტიფიკატები.
  დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.

Sunday, March 23, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით.-ბლოგის გვერდების შექმნა.
გავარჩიეთ ფასილიტაციის სურსები უკვე მზა  პროექტებიდან  შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი ფასილიტაციის რესურსები და შევინახეთ ჩვენს მასალებში.
   გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს, ხარვეზები დავხვეწეთ და ავტვირთეთ ცვენი მასალები ფოსტზე. ვისწავლეთ ფოსტიდან ბლოგზე ატვირთვა და შევქმენით ახალი გაჯეტები ბლოგზე.
   დავწერეთ რეფლექსია-ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კულმინაციით, რადგან ბლოგის სრულყოფა ამ უნარების გარეშე შეუძლებელია!!!!

Saturday, March 22, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

 ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით-გაჯეტების შესახებ.გავეცანით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე  მისწავლეების დავალებებს. ინტელის სასწავლო კურსის რესურსების მიხედვით გავეცანით სხვადასხვა საჭიროებების დავალებებს და ჩვენ შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი დავალება ასეთი მოსწავლეებისათვის და შევინახეთ დამხმარე მასალებში.
    შემდეგ  განვაგრძეთ ბლოგის ინსტრუმენტების შესწავლა, კერძოდ, ბლოგის გვერდების შექმნა და მასზე მუშაობა, გავაკეთეთ რამდენიმე გვერდი საცდელ ბლოგზე..
    პროექტის გეგმა ნაწილობრივ გვქონდა შევსებული და დავამთავრეთ შევსება, დავწერეთ პროექტის პროცედურები  და შევინახეთ.
    დავწერეთ რეფლექსია ბლოგზე.

Sunday, March 16, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

     ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით: გაჯეტების ინსტრუმენტების მოხმარება და ჩასმული გაჯეტები-სურათები და გამოკითხვები. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია ჩვენი პროექტის ფარგლებში. კვლევის ჯგუფების მიზანი და კვლევის შედეგები გადავითანეთ მოსწავლის ნიმუშში.
     გადავამოწმეთ მზა პროექტების მოსწავლის ნამუშევრები და ვნახეთ შეფასებების ჩვენთვის სასურველი რუბრიკები და გავაკეთეთ ჩვენი პროექტის შეფასებები და შევინახეთ მოსწავლის ნიმუშის ფაილში.
   ჩავსვით საათის გაჯეტები და კალენდარი ბლოგზე და ვისწავლეთ კომენტარების დაწერა ბლოგზე, გავაგზავნეთ რამდენიმე კომენტარი მარტის ჯგუფში.
    დავწერწთ რეფლექსია ბლოგზე.
  დღევანდელმა ტრენინგმა გააერთიანა კურსის მნიშვნელობა მიზანი და სქემებზე წვდომა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ასეთი თანამედროვე ტექნიკური ჩვევები შეძენა-გამყარება, რადგან მოსწავლეები ჩვენგან ელიან სიახლეებს...



Saturday, March 15, 2014

ტრენინგის მე-5 დღე


  •     გავიმეორეთ წინა მასალა:  ბლოგის დიზაინის შეცვლა; სურათის ჩასმა , წაშლა; სხვა ინსტრუმენტების მოხმარება.
  • გავეცანით საავტორო უფლებების შაბლონებს , გადმოვწერეთ იგი და შევინახეთ ერთ-ერთ ფაილში.   მოვიძიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი მისამართები და შევინახეთ საავტორო უფლებების დაცვის მიზნით.
  • შევქმენით მოსწავლის  ბლოგი გაჯეტების შესასწავლად.
  • გავეცანით გაჯეტების არსს და მათ სისტემას: კერძოდ, ვისწავლეთ სურათის გაჯეტის ჩასმა ბლოგზე და მისი ცვლილებების განხორციელება;
  • ვისწავლეთ პროექტის გამოკითხვის გაჯეტის შექმნა ბლოგზე და მასში ცვლილებების შეტანა;
  • გავეცანით EMBED კოდის გაჯეტის ჩასმა.
  • შევინახეთ ბლოგის მისამართი WORD-ში და შეევინახეთ მოსწავლისნიმუშში.
დავწერეთ რეფლექსია ბლოგზე.
         ტრენინგი ძალიან ინტენსიური იყო და შრომატევადი, პროექტისთვის აუცილებელი და საინტერესო.

Sunday, March 9, 2014

მე-4 დღე


  • გავიმეორეთ მასალა;
  • განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები;
  • შევადგინეთ შეფასებების რუბრიკები  და დროში ნგაწერილი შეფასების გეგმა;
  • გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაციები;
  • დავწერეთ ბლოგზე რეფლექსია.

Saturday, March 8, 2014

ტრენინგის მე-3 დღე


  • გავიმეორეთ წინა   დღეებში ნასწავლი მასალა;
  • დავადგინეთ სტანდარტები და განვსაზღვრეთ სასწავლო მიზნები;
  • განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შევადგინეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც შევინახეთ ჩვენს რესურსებში;
  • ვისწავლეთ ბლოგის ინსტრუმენტების მოხმარება-დიზაინის შეცვლა,თარიღები.
  • გავაკეთეთ რეფლექსია-ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი მასალები.

Sunday, March 2, 2014

ტრენინგის მეორე დღე

  •           მასალის გამეორება;
  •           საშინაო დავალების მიმოხილვა-ყველამ ისაუბრა საკუთარი პროექტის შესახებ;
  •         გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს და გავეცანით ნიმუშებს;
  •        გავეცანით ბუკლეტის მომზადების წესებს და მასთან დაკავშირებულ word-ის ახალ ინსტრუმენტებს;
  •       ნიმუშების მიხედვით word-ში გავაკეთეთ ჩვენი პროექტის სარეკლამო ბუკლეტი და შევინახეთ; 
  •      ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე.                       


Saturday, March 1, 2014

ტრენინგის პირველი დღე


  •          გავეცანით ერთმანეთს;
  •          განვსაზღვრეთ ტრენინგის მიზნები და მოლოდინები;
  •          გავეცანით გზამკვლევს;
  •          შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე;
  •          გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტის მახასიათებლების         ჩეკლისტებს, პორტფოლიოს ჩეკლისტებს;
  •          გადავხედეთ პროექტის გეგმებს;
  •          შევქმენით ახალი ბლოგები;
  •          გავაკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.


           ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო, პროექტის შესახებ უამრავ კითხვას პასუხი გაეცა და ისტ-ის თვალსაზრისით და პროფესიული ზრდისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.